ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად აშშ-ის სამი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დიდი ზომის ავიატანკერი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში იყო ჩართყლი ადგილობრივი დროით 13:30 წუთზე დაიკარგა ეკიპაჟის წევრებთან ერთად.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლაინერი დედაქალაქ კანბერადან ორი საათის სავალზე მთებში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ არის ცნობილი დაღპულთა ვინაობა. როგორც სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ამერიკელი მეხანძრეები ავსტრალიაში ხანძართან ბრძოლის ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში ცეცხლის ასობით კერას სექტემბრის შემდეგ ებრძვიან. სტიქიას ამ დრომდე ათობით ადამიანი შეეწირა.