ავსტრალიაში ძლიერი სიცხის შედეგად გაიზარდა ხანძრებისა და საავადმყოფოში მოხვედრილ ადამიანთა რიცხვი. ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადებით, ქვეყანაში ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება. ტემპერატურის მკვეთრი მატების მთავარი მიზეზად ისინი მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში ყოფნისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებისაკენ მოუწოდებს. შეგახსნენებთ, რომ ამ მომენტამდე ავტრალიაში რეკორდული სიცხე 2013 წლის 7 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით 40.3 გრადუსს შეადგენდა.