ავსტრალიაში პოლიციამ 60 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში სულ 766 კილოგრამი მეტამფეტამინი ამოიღო.
ამასთანავე სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ავტომობილი აღმოაჩინეს, რომლის მეშვეობითაც ისინი ნარკოტიკის გადატანას ცდილობდნენ. მათ საქმეში ჩართული 6 პირი დააკავეს. ბრალდებულებს შორის დიდი ბრიტანეთის 4 და ავსტრალიის 2 მოქალაქეა.
როგორც ირკვევა, დანაშაულებრივი ჯგუფი ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას აბებისა და კაფსულების სახით დიდ ბრიტანეთში გეგმავდა.