ავსტრალიაში მატარებლის რელსებიდან გადავარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. შემთხვევა მელბრუნთან ახლოს მოხდა. მატარებელში, რომელიც სიდნეიდან მებრუნის მიმართულებით მიემართებოდა, 153 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას 2 ადამინი ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი მატარებლის მძღოლი იყო. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია 11 დაშავებულის შესახებ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მატარებლის რელსებიდან გადავარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.