ავსტრალიაში მასშტაბური ტყის ხანძარი სიდნეის უახლოვდება. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ცეცხლის 50-ზე მეტი კერაა. ხანძარი ძირითადად ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი სიცხე. სტიქიის ზონაში 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. დახურულია 600-ზე მეტი სკოლა. შტატის ხელმძღვანელმა შვიდდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძრებს ამდრომდე სამი ადამიანი შეეწირა. განადგურებულია 150-ზე მეტი სახლი.