ავსტრალიაში ხანძრების გამო განგაშის "კატასტროფული" დონე გამოცხადდა. ამ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ავსტრალიაში ძლიერ ხანძრების ჩაქრობას რამდენიმე დღეა ცდილობენ, რასაც ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა აძნელებს. ხანძარს ქვეყნის მასშტაბით, 6 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია 500-ზე მეტი სახლი. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 100-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 100 000-ზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ძლიერი კვამლი სიდნეიშიც იგრძნობა, სადაც 50-ზე მეტ ადამიანს ასთმური და სუნქვითი პრობლემების გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.