ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, 42 წლის მამაკაცს ბრალად ტერორისტების სასარგებლოდ ხალხის გადაბირება ედება, ამასთან, ის დაეშის მებრძოლებს იარაღისა და საკუთარი რაკეტების შექმნის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით აწვდიდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავსტრალიაში ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ეჭვმიტანილის საქმიანობის შედეგად სხვა სახელმწიფოებს დაზარალდებოდნენ.