ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილს ციკლონმა "დებიმ" გადაუარა. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ქალაქი ქუინსლენდი დააზარალა. დაზიანებულია მაღაზიები, საცხოვრებელი სახლები, გზები და სანაპირო ზოლზე არსებული ნავები. გარდაცვლილთა შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება. ციკლონი "დები" მეოთხე კატეგორიის შტორმად შეფასდა, რაც ყველაზე საშიშ შტორმზე 1 დონით ნაკლებია. ძლიერმა წვიმამ რამდნეიმე რეგიონში წყალდიდობაც გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის დათვლას იწყებს.