ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო. ამის შესახებ განცხადება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა, სიდნეის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ავსტრალია იერუსალიმში თავდაცვისა და ვაჭრობის წარმომადგენლობებს გახსნის, თუმცა სანამ სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე ქალაქის სტატუსი საბოლოოდ არ დადგინდება, თელ-ავივიდან საელჩოს არ გადაიტანს. იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ისრაელი ქალაქს მის დედაქალად აცხადებს, მათ შორის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილსაც, რომლის ანექსირებაც 1967 მოახდინა. ისრაელის დედაქალაქდ იერუსალიმი უკვე აღიარა აშშ-მ, გვატემალამ, ბრაზილიამ, ჩეხეთმა, ჰონდურასმა და ახლა უკვე ავსტრალიამაც.