ავსტრალია რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების ახალი პაკეტი ამჯერად რუსი პროპაგანდისტებსა და დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერ პოლიტიკოსებსა უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს შეეხება. სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია მოხვდა. სანქცირებულ ორგანიზაციებსა და პირებს შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ შევიდა, რომელიც პუტინის დეფაქტო კერძო არმიადაა მიჩნეული.