მსოფლიოს ბევრ აეროპორტში საპასპორტო კონტროლი ავტომატიზირებულია: მოგზაურები თავად ასკანირებენ პასპორტებს და აღარ მიმართავენ მესაზღვრეებს. ავსტრალია პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საერთოდ პასპორტის გარეშე იმოქმედებს.სიახლე მაღალტექნოლოგიური პროგრამა SmartGate-ის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. ავსტრალიის აეროპორტებში იგი 2007 წელს დანერგეს. ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტები თითების და თვალის ბადურას ანაბეჭდებსაც მოიცავენ. ამგვარი პასპორტიების მფლობელები ავტომატურ საპასპორტო კონტროლს გაივლიან.