ავსტრალია დროებითი ვიზის მფლობელ 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწოდებს, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ. ქვეყნის მიგრაციის მინისტრის განცხადებით, იმ პირებმა, ვისაც დროებითი ვიზა აქვთ, მათ შორის სტუდენტებმა და დასაქმებულებმა, ქვეყანა უნდა დატოვონ.
"დროა, რომ ეს ადამიანები სახლში წავიდნენ. მათ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგვარონ",- აღნიშნა ალან ტუჯმა.
მინისტრმა ქვეყანაში მყოფ 203 000 ტურისტსაც მოუწოდა სასწრაფოდ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში. ავსტრალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 11525 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. დაღუპულთა რიცხვმა 168-ს მიაღწია.