პოპპანკის პრინცესად მიჩნეული კანადელი მომღერალი, ავრილ ლავინი, ტიკტოკს შეუერთდა.რეტროსტილში შავ მაისურსა და ზოლიან ჰალსტუხში გამოწყობილმა ლავინმა 2002 წელში დაგვაბრუნა. მომღერალმა ვიდეოს ფონად საკუთარი ჰიტი, Skater Boy, შეარჩია და როცა მისამღერი გაისმა, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ტონი ჰოუკი გამოჩნდა ცნობილი ამერიკელი სკეიტბორდისტი, რომელიც 53 წლის ასაკშიც შესანიშნავად დგას სკეიტის დაფაზე.