პრეზიდენტის რეზიდენციაში უკრაინის პორველი პირის, პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ავლაბრის რეზიდენციის ეზოში შესრულდა უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.პეტრო პოროშენკოს და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დახვდა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ოკუპაციაა. პრეზიდენტები შეხვდრის დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.