ავლაბარში, ნასაკირელის ქუჩის 4 ნომერში ხანძრის შედეგად 3 სახლი დიწვა. თავდაპირველად ცეცხლი ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა გვერდზე მდგომ ორ სახლზეც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამშაოები.
ადგილზე დილიდან 15 სახანძრო - სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ასევე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მომხდარის გამო, ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება გართულებულია.