ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე, მშენებლობის მიზნით ხეების მოჭრა მიმდინარეობს. მშენებლობას სამშენებლო კომპანია "ავლაბარი ჰოტელ რეზიდენსი" აწარმოებს. როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ბოჭორმის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გამო, კომპანიის მიერ ხეების მოჭრის ფაქტი შეთანხმებული იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან. მათივე ინფორმაციით, გადარგულია 19 ჯანსაღი ხე, მოიჭრა 36 ხმელი და 4 ზეხმელი ხე. თუმცა მშენებელს აქვს დენდროლოგიური პროექტი და აღნიშნულის სანაცვლოდ 40 ძირი ახალი ნარგავი დაირგვება.