"ავიამშენში" დასაქმებულებმა ხელფასების დროულად მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს - Palitra News

"ავიამშენში" დასაქმებულებმა ხელფასების დროულად მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს

2019-09-17 12:12:58+04:00

თბილისში, სააქციო საზოგადოება „ავიამშენის“ დასაქმებულებმა აქციას გამართეს. აქციის მონაწილეები კომპანიისგან კუთვნილი ხელფასისა და დანამატის დროულად გაცემას ითხოვენ. როგორც მათ განაცხადეს კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს ერთი თვეა, კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია.

დასაქმებულების ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის მარტშიც გაიფიცნენ, მაშინ კომპანია მათ ხელფასებზე 24-პროცენტიან დანამატს შეპირდა, თუმცა მათი თქმით, ორი თვეა, არც დანამატი აუღიათ. ავიამშენის თანამშრომლები გაფიცვას მანამდე გეგმავენ, ვიდრე მენეჯმენტი სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.