02:45
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ავიაკომპანია Georgian Airways 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს შეასრულებს
26-01-2022

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს შეასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ თავდაპირველად „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით წაშალა.

როგორც „პალიტრანიუსთან“ Georgian Airways-ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა განმარტა, ერთჯერადი ჩარტერული რეისები ყოველთვის სრულდებოდა და ახლაც ასეთი რეისი სრულდება.

„ეს რეგულარული რეისი არ არის, ერთჯერადი ჩარტერული რეისია. მოვითხოვეთ და რუსეთის მხარემ დაგვიკმაყოფილა“,-განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მან განმარტა ისიც, თუ რატომ წაიშალა ავიაკომპანია Georgian Airways-ის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი.

„ერთჯერადი ჩარტერული რეისია და შეიძლება პოსტი იდოს მაშინ, როდესაც რეგულარული რეისები სრულდება. საინფორმაციოდ გამოქვეყნდა და მოიხსნა. ეს არის ერთჯერადი ჩარტერული რეისი, რომელიც ბიზნესმენების დაკვეთით სრულდება, მათ შორის არიან როგორც ქართველი, ასევე რუსი ბიზნესმენები. ასეთი ჩარტერული რეისი რუსეთის მიმართულებით მილიარდი ხორციელდება, ზოგი მადაგასკარზე მიფრინავს, ზოგი ინგლისში, ზოგი ავსტრიაში და ა.შ. ჩარტერული რეისი სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი სრულდება“,-განაცხადა გაიაშვილმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ „თუ იქნება შეკვეთა, შესაძლებელია მსგავსი რეისები კიდევ შესრულდეს“.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.

AutoPlay
„როიტერსი“ - შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იელენოვკაში​ ჩავიდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, "აზოვსტალიდან" სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივის ხედვაზე ვესაუბრე
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ლევან დავითაშვილი - განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ამირან გამყრელიძე - ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან - საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები