თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანიის მიერ, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 7 სიხშირით, ყოველდღიურად შესრულდება.
ცნობისთვის, AtlasGlobal-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, Atlasjet-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში თურქეთში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფადმზარდ ავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა.