ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენთან დაკავშირებით, ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის ავიატორ პლიუსის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს. კომპანიის დირექტორის მოადგილის, გიორგი მოლოდინაშვილის ინფორმაციით, ვერტმფრენმა წარმატებული სატესტო ფრენა შეასრულა და ამის შემდეგ დაიშვა ის კომერციულ ფრენებზე.
ავიატორ პლიუსში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში რამდენიმე აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენა პირველ რიგში, მათ ინტერესებში შედის. კითხვაზე, ვერტმფრენის ძრავა იყო თუ არა, შესაბამისი ყაზბეგის რელიეფისთვის, მოლოდინაშვილი პასუხობს, რომ ძრავი ექსპლუატაციის ნორმებს შეესაბამებოდა.