ყირგიზეთში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო ბოინგი 747-ი ბიშკეკის აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე პოლიციის, სახანძროსა და სამაშველოს ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.