მთავრობის დადგენილებით, ავიაგადამზიდავი ვალდებული იქნება, მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს. კერძოდ, ავიაგადამზიდავი, რომელიც საერთაშირისო რეისს ახორციელებს, ვალდებული იქნება, უფლებამოსილ ორგანოს ფრენის დაგეგმილ დროზე 48 საათით ადრე ან საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ დაუყოვნებლივ მიაწოდოს: მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური კოდი; ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი; მოგზაურობის სრული მარშრუტი; მგზავრთა რაოდენობა და სახელები და ა.შ.აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე, სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე, სახელმწიფო ავიაციაზე, იმ მონაცემების მიწოდებაზე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. აღნიშნული წესი 2018 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.