ავღანურმა ტელევიზია "ტოლო TV"-მ ის ადგილი გადაიღო, სადაც აშშ-მა 13 აპრილს ყველაზე მასშტაბური, არაბირთვული ბომბი ჩააგდო. ეგრედ წოდებული "ყველა ბომბის დედა" აშშ-მა იმ ადგილას ჩააგდო, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები მდებარეობდა. "ტოლო TV"-ს ჟურნალისტმა ტერორისტული ორგანიზაციის წევრების მიწისქვეშა საცხოვრებელი სახლებიც გადაიღო. ავღანეთის არმიის ოფიციალური პირების განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს ამ ადგილას მიწისქვეშა ქალაქი ჰქონდათ, სადაც ციხეებიც კი არსებობდა.