01:49
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ავღანური მწევარი ეიჯეი, რომელიც ძაღლების მოდის ინდუსტრიაში წამყვანი მოდელია
07-10-2019

ეს ეიჯეი ნირვანა ბათელია (AJ Nirvana Battle) - 3 წლის ხვადი ავღანური მწევარი, რომელიც ჩინეთში ქ.პეკინში მზრუნველ პატრონთან, 29 წლის კევინ ჩანთან ერთად ცხოვრობს. ეიჯეი ძაღლების მოდის ინდუსტრიაში წამყვანი მოდელია. მას ძალიან მოსწონს პოზირება და თითქოს ამაყობს თავისი გრძელი და ლამაზი ბეწვით.

კევინ ჩანი ყოველდღე ძაღლის ბანაობასა და დავარცხნას 6-8 საათს უთმობს. გარდა ამისა, პატრონს არ ენანება ძაღლის მოვლის საშუალებებში დიდი თანხის გადახდა.

მისი თქმით, მან ეიჯეისთვის 15 000 დოლარი უკვე დახარჯა, ხოლო ყოველ კვირას, თავისი ოთხფეხა მეგობრის დაბანის საშუალებებში 150 დოლარს იხდის.

მიუხედავად დიდი ფინანსური დანახარჯისა, 29 წლის მარკეტინგის დირექტორი დიდი სიამოვნებით უვლის თავის ბინადარს, რადგან
თვლის, რომ ენჯეი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები