ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარი-შარიფთან განთავსებულ სამხედრო ბაზაზე "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ თვითმხილველმა ბი-ბი-სის კორესპოდენტს უამბო. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა ჯამში 120 -ს აღწევს.