ავღანეთში მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის საპატრულო მოტორიზებული და სწრაფი რეაგირების ოცეული გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა. გეგმიური სწავლების ამოცანაა სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდაჭერ ძალებთან ერთად დაჭრილების ევაკუაცია, ალყაში მოქცეული ქვედანაყოფის გამოყვანა და უსაფრთხოების ზონაში დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება უზრუნველყოს.