ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ღაზნის პროვინციაში მოხდა. პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, თვითმფრინავს ტექნიკური მიზეზების გამო ცეცხლი გაუჩნდა.
ამ ეტაპზე გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.