01:00
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება არ იგეგმება
04-06-2017

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.

”ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღის წესრიგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება დგას, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი.
მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას - საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.
საქართველო სათანადოდ აფასებს როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ისე მსოფლიოში არსებულ ვითარებას. სწორედ აღნიშნულს ემსახურება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის განხორციელებასაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ და რომელიც მიზნად ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის თვისობრივ ამაღლებას, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შეკავებასა და მათთან გამკლავების უნარის გაძლიერებას ისახავს.
ამ დროისათვის ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანაჩენ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურად გადავანიწილოთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობა როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგია იმ რეალიებს შეესაბამება, რაც მის გარშემო ვითარდება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ალიანსთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საფუძველზე მიიღებს”, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

AutoPlay
თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კორონავირუსი თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდგინდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ანგელა მერკელი თვითიზოლაციის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ევროკომისიის ხელმძღვანელი იტალიას ბოდიშს უხდის
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
კახა კალაძის განცხადებით, გზების მშენებლობის სამუშაოები გრძელდება, თუმცა ყველა კომპანიას რეკომენდაციების შესრულება ევალება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, 800 ოჯახს ჰიგიენურ საშუალებებს და სასურსათო პროდუქტს გადასცემს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები