ავღანეთში მთავრობის ავტობუსი ააფეთქეს, დაღუპულია 3 და დაშავებულია 11 ადამიანი - Palitra News

ავღანეთში მთავრობის ავტობუსი ააფეთქეს, დაღუპულია 3 და დაშავებულია 11 ადამიანი

2021-03-18 12:06:19+04:00

ავღანეთში, ქაბულში, ავტობუსმა, რომელშიც ინფორმაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ, გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა და აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 11 ადამიანი. ამ დროისთვის უცნობია დაღუპულებისა და დაშავებულების ვინაობა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

დღეს მოსკოვში ავღანეთის მთავრობის, „თალიბანის“ და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის, წარმომადგენლების შეკრებაა დაგეგმილი. შეხვედრაზე ავღანეთში არსებული სიტუაციის და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების საკითხის განხილვა იგეგმება.