ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ორშაბათს საქართველოს საპრეზიდენტო დღეს მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 26 ნოემბერს, ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება - "ბაგრამის საავიაციო ბაზაზე" და "ბაზა მარმალიზე".მიქელაძის ინფორმაციით, ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე. საარჩევნო პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია.