ავღანეთში ტერორისტულ თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 6 მოქალაქე. მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ქალაქ ხოსტში, ავტობუსის გაჩერებასთან აფეთქდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ტერორისტული თავდასხმა მუსულმანური დღესასწაულის რამადანის პირველ დღეს მოხდა.