ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნანგარჰარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქორწილის წვეულებაზე აიფეთქა, შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა. პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერის განცხადებით, თავდასხმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლის სახლში მოხდა, სადაც თავი 13 წლის ბიჭმა აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, ავღანეთში სამთავრობო უწყებების, სკოლებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოფისებზე თალიბანის გარდა, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს.