ავღანეთში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სულ მცირე 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 კი - დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" ჰელმანდის პროვინციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა იერიში მუსა ქალას რაიონში იმ შენობაზე მიიტანეს, რომელსაც თალიბები თვითმკვლელი ტერორისტების გასაწვრთნელად იყენებდნენ. შენობა კი იმ ადგილთან ახლოს მდებარეობდა, სადაც ქორწილის წვეულება იმართებოდა.
გარდა ამისა, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუსა ქალას რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 22 თალიბი დაიღუპა, 14 კი, რომელთა შორის ერთი პაკისტანის, ერთი კი ბანგლადეშის მოქალაქეა, დაკავებულია.