ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მრჩეველთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ჩატარდა. სწავლებაში გეგმიური „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების ოცეული მონაწილეობდა. სწავლების ამოცანაა სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად მრჩეველთა ჯგუფის თავისუფალი გადაადგილება და მათი დაცვა უზრუნველყოს. სწავლება რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული და ჯგუფის დაზიანების ზონიდან გამოყვანას, დაჭრილებისა და დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.