ავღანეთში ნანგარხარის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" სულ მცირე 48 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ტერორისტები საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად განადგურდნენ. მოკლულებს შორის "ყარი ნაფაზის" დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელიცაა.