თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ სერჟანტს გიორგი წიქარიშვილსა და პირველი კლასის რიგითს ირაკლი კუჭუხიძეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.