ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად აშშ-ის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ავღანეთს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. სიმბოლური მარშის დასასრულს მოწვეული სტუმრებისთვის ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ტურნირი გაიმართა. 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს საქართველოს ისტორიისა და თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა. სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა.