ავღანეთის ქალაქ ყანდაარში „თალიბების“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა პროტესტო გამოხატა. დემონსტრანტები გუბერნატორის სახლის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც დაახლოებით 3 000 ოჯახს ერთ-ერთი დასახლების დატოვება მოსთხოვეს. ტერიტორია, ძირითადად, პენსიაზე გასული არმიის გენერლებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სხვა წევრების ოჯახებითაა დასახლებული. ოჯახებს, რომელთა ნაწილი აღნიშნულ დასახლებაში 30 წელზე მეტია ცხოვრობს, ტერიტორიის დასატოვებლად სამი დღის ვადა მისცეს. ცნობისათვის, „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული ერთი თვის წინ აიღო და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. „თალიბები“ ირწმუნებიან, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებები, მათ შორის ყოფილი მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების წევრებისა და ქალების უფლებები, დაცული იქნება.