ავღანეთში შეერთებული შტატების ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ავღანურმა ტერირისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.
"შეერთებული შტატების ვერტმფრენი, რომელიც ცდილობდა რეიდი განეხორციელებინა მოჯაჰიდების პოზიციებზე, გასულ ღამეს გავანადგურეთ", - განაცხადა "თალიბანის" სპიკერმა ზაბიუმაჰ მუჯაჰიდმა.