საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე ავღანეთიდან დაბრუნდა. სამხედრო აეროდრომზე ბატალიონის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დახვდნენ. 32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.