კომპანია „ავერსმა“ მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები ოფიციალურად გადასცა. ავერსის სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 252 აფთიაქს აერთიანებს. ყოველთვიურად ავერსის სააფთიაქო ქსელს 2 მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს. სწორედ მომხმარებლების ასეთმა რაოდენობამ და ერთგულებამ განაპირობა მტრედი ბარათის შექმნა და წამახალისებელი გათამაშების ტრადიციად ქცევა. 21 ივლისს მტრედი ბარათის გათამაშებისას გათამაშდა:
• 5-ჯერ 10 000 ლარი,• 25 000 ლარი.• 50 000 ლარი.• და მთავარი პრიზი, ერთგულების ჯილდო 1000 ლარი ყოველ თვე 25 წლის მანძილზე.აღსანიშნავია,რომ მტრედი ბარათის გათამაშება 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე სულ ჩატარდა 13 გათამაშება. აქედან გათამაშდა 39 104 მომენტალური და 125 ძირითადი პრიზი, რომლის თანხამაც შეადგინა 2 023 525 ლარი. ავერსი მადლობას უხდის თავის მომხმარებელს ერთგულებისთვის, ნდობისთვის, 25 წლის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის და ყოველთვის იზრუნებს თავის ერთგული მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე!