24 აპრილს "ავერსის საქველმოქმედო ფონდსა" და "საქართველოს სოლიდარობის ფონდს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, „ავერსის საქველმოქმედო ფონდი“ იღებს ვალდებულებას, რომ ,,საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარებმა მიიღონ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევები სრულიად უსასყიდლოდ.
აღსანიშნავია, ის, რომ 2017 წლის 26 ივლისს შპს "ავერსი–ფარმამ" გააფორმა მემორანდუმი "საქართველოს სოლიდარობის ფონდთან", რომლის თანახმად კომპანია ავერსში დასაქმებული თანამშრომლების მიერ ხდება ხელფასიდან ყოველთვიური ნებაყოფლობითი დონაცია.
კომპანია ავერსი საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. თავად კომპანია მრავალ სოციალურ პროექტებს ანხორციელებს და ყოველწლიურად ამ მიმართულებით მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.