ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა "ავერსის კლინიკაში" აღდგენითი თერაპიის ცენტრი. რეაბილიტაცია, სამედიცინო ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობის, ავტონომიურობისა და შრომისუნარიანობის აღსადგენად, როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი დააავადებების, მათ შორის ტრავმული დაზიანების შემდგომ პერიოდში."ავერსის" კლინიკის აღდგენითი თერაპიის ცენტრის სავარჯიშო დარბაზები აღჭურვილია საუკეთესო სარეაბილიტაციო ტრენაჟორებით, ტრავმატოლოგიური პაციენტებისთვის კონკრეტულად მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრისთვის, ტერფისთვის, ასევე ზედა კიდურის სარეაბილიტაციო ტრენაჟორებით. მეთოდისტების დახმარებით ხდება ვარჯიში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების, პოსტტრავმული პრობლემების, სქოლიოზის, ოსტეოქონდროზისა და სხვა დისპლაზიური პრობლემების გამოსასწორებლად. "ავერსის" კლინიკის აღდგენითი თერაპიის ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ ამბულატორიულ სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ სარეაბილიტაციო პროცედრების სრული სპექტრი. გარდა ძვალსახსროვანი, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისა,ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრში მკურნალობა ეფექტურია ასევე შარდ-სასქესო სისტემის, ენდოკრინულ პათოლოგიების; ოტო-რინო-ლარინგოლოგიურ დაავადებებს დროს.