მარველმა სულ ცოტა ხნის წინ შურისმაძიებლების ახალი ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა. თუმცა, ისევე როგორც წინა ტრეილერმა, მარველმა ფანებს ამჯერადაც ბევრი უპასუხო კითხვა დაუტოვა. სამაგიეროდ, საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ გვენახა ჩვენი საყვარელი პერსონაჟები, რომლებიც დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან.