ავეჯის მწარმოებელი კომპანია ჯეო დეკორი წარმოებას აფართოებს. "ჯეო დეკორი" ავეჯის კომპონენტების ლამინირებული ფილებისა და შპონირებული მერქან-ბოჭკოვანი ფილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ახალ ტექნოლოგიურ საწარმოო ხაზს დანერგავს.კომპანია 2010 წელს დაარსდა და ავეჯის დამზადებით და რეალიზაციით არის დაკავებული. ამ ეტაპზე საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ინვესტიციის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 12 კაცით გაიზრდება. მომავალში ჯეო დეკორი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს.
2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით პროგრამის "აწარმოე საქართველოში", ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 312 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 753 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 12 600-მდე ადამიანს შეადგენს.