საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ავარიების გაზრდილ რაოდეონაზე საუბრობენ და საკითხის კონტროლის ქვეშ აყვანას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7 %-ით, დაშავებულობა კი 8%-ით გაიზარდა. ამასთან, დაფიქსირებული 4 ათას 196 საგზაო შემთხვევიდან, 307 ფატალურად დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ ავარიების 47%, დაზიანებების 41 % და დაღუპულობის 20% თბილისზე მოდის.არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში არსებული 29 პუნქტიანი საგზაო უსაფრთხოების გეგმის გადახედვას მოითხოვენ. მათი თქმით, პროექტი, რომელშიც მილიონებით ლარია ჩადებული, სწორად ვერ ხორციელდება.ყოველწლიურად, საქართველოში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, 600 -მდე ადამიანი იღუპება, ხოლო 10 000-მდე ტრამვას იღებს. ეს მაჩვენებელი, ევროპის საშუალო ქვეყნის მონაცემებს 3-ჯერ, ხოლო საუკეთესო ქვეყნის მოანცემებს 5-ჯერ აღემატება.