გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძესთან ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ნეფე-პატარძალია.თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერს თავდაპირველად ის ავტომობილი შეეჯახა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იჯდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.სოფელ სააკაძესთან ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.