თბილისში, მე-16 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.