თბილისში, პეკინის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მანქანა და „ტოიოტას“ მარკის ტაქსი შეეჯახნენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ერთი წევრი და „ტოიტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი. მათ პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სხვა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.