ქობულეთი-გურიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. ისინი ქობულეთში სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.